|
2016-07-28 10:16:07, 607 ნახვა
საზოგადოება
ყოფილ პატიმართა მონაწილეობით, მეჯვრისხევში ამხანაგური მატჩი გაიმართა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ორგანიზებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში ყოფილ პატიმართა მონაწილეობით ამხანაგური მატჩი გაიმართა. ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის პროგრამის ადგილობრივი ბენეფიციარები საოკუპაციო ზოლის მოსაზღვრე სოფლებში მცხოვრებლებს მინი ფეხბურთში დაუპირისპირდნენ. მატჩის მხარდამჭერმა კომპანიამ „პსპ“ ყველა მონაწილისთვის მედიკამენტების შესაძენად საჭირო 50-ლარიანი 20 ვაუჩერი გამოყო; ასევე, უზრუნველყო მატჩის მიმდინარეობისას საჭირო პირველადი სამედიცინო დახმარების პრეპარატებით. აღსანიშნავია, რომ კომპანია „პსპ“ აქტიურად თანამშრომლობს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრთან“ და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის პროგრამის მხარდამჭერია. ამხანაგური თამაშის მხარდამჭერი იყო კომპანია - „აქვა გეო-სნო“. როგორც ცნობილია, იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" ახორციელებს „ყოფილ პატიმართა რეაბილიაციისა და რესოციალიზაციის პროგრამას", რომელიც იუსტიციის მინისტრის ინიციატივით 2012 წლის ბოლოს შეიქმნა. პროგრამის მიზანი სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული იმ პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობაა, რომლებიც არ არიან პრობაციონერები და ამიტომ კიდევ მეტად ჭირდებათ სახელმწიფოს დახმარება. ყოფილ პატიმრებზე სახელმწიფო მზრუნველობა საზოგადოების განმეორებითი დანაშაულისაგან დაცვის წინაპირობაა. პროგრამით გათვალისწინებულია ყოფილ პატიმართა ოჯახების წევრების დახმარებაც. პროგრამა მიმდინარეობს თბილისში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში.
(NS)
კალაძე ოპოზიციას ისევ მოღალატეებს და მტრებს უწოდებს
ივანიშვილის წარმომადგენელს წილოსანს მიაჩნია, რომ სასქართველოში საწვავის ფასი არაა ევროპის ფასებზე მეტი
მთავრობამ მიიღო რეპრესიული „უცხოელი აგენტების“ კანონიც კი, რომელიც მედიის დირექტორებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს - RSF
სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული ქართულ მედიაში - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)