15:46 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-28 09:57:28, 731 ნახვა

საზოგადოება
სერგეენკო: 5 ათასზე მეტმა პაციენტმა C ჰეპატიტის პროგრამით მკურნალობა წარმატებით დაასრულა

 „შარშან აპრილიდან დღევანდელი დღის ჩათვლით, 12 ათასზე მეტი ადამიანი ჩაერთო პროგრამაში. 5  ათასზე მეტმა პაციენტმა უკვე დაასრულა მკურნალობა“,-ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მტავრობის სხდომაზე C ჰეპატიტის  ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მინისტრმა  აღნიშნა, ეს ძალიან მაღალი წარმატების პროცენტია.

მისივე თქმით, პაციენტების  12% სრულად განიკურნა.

„შარშან აპრილში დაიწყო პროგრამა. იმისთვის, რომ პროგრამა დაწყებულიყო, მთავრობის მთავარი პრიორიტეტი ჯანდაცვა უნდა ყოფილიყო. ეს გახდა მთავარი წინაპირობა, რომლითაც დაიწყო. ჩვენ მოგვეცა ამის შესაძლებლობა. შარშან აპრილიდან დღევანდელი დღის ჩათვლით, 12 ათასზე მეტი ადამიანი ჩაერთო პროგრამაში. ხუთი ათასზე მეტმა უკვე დაასრულა მკურნალობა. ეს არის ძალიან მაღალი წარმატების პროცენტი. 12%-მა მიიღო სრული განკურნება. ამით გადავედით უფრო მაღალი გენერაციის პრეპარატზე და მნიშვნელოვნად გავზარდეთ პაციენტთა ნაკადი. აქმდე თუ შეგვეძლო 800-მდე პაციენტის გატარება, ახლა ავდივართ თვეში სამი ათას პაციენტზე. ვფიქრობ, ეს იქნება ძალიან დიდი შვება 150 ათასი პაციენტისათვის, რომელიც სამწუხაროდ, საქართველოში ამ დაავადებითაა ინფიცირებული", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე ოპოზიციას ისევ მოღალატეებს და მტრებს უწოდებს
ივანიშვილის წარმომადგენელს წილოსანს მიაჩნია, რომ სასქართველოში საწვავის ფასი არაა ევროპის ფასებზე მეტი
მთავრობამ მიიღო რეპრესიული „უცხოელი აგენტების“ კანონიც კი, რომელიც მედიის დირექტორებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს - RSF
სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული ქართულ მედიაში - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics