|
2016-07-27 12:44:22, 698 ნახვა
პოლიტიკა
მანანა კობახიძე: NDI-ის კვლევების გარეშეც იცის ხელისუფლებამ, თუ რა აწუხებს ხალხს
პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძის განცხადებით, მოსახლეობის განწყობების ყველაზე კარგი ტესტი არა რომელიმე კვლევა, არამედ მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება. როგორც მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა “ექსპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, ხელისუფლება NDI-ს გამოკითხვას არ ენდობა და შიდა კვლევების საფუძველზე, ქვეყანაში არსებული რეალობა ძალიან კარგად იცის. „NDI-ის კვლევასთან დაკავშირებით, არაერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი აზრი. ზოგადად, ბევრი საკითხია გასარკვევი იმ კომპანიებთან დაკავშირებით, რომლებსაც “NDI”-ის წარმომადგენლები ამ კვლევას უკვეთავენ. მათ გამოკითხვაში ძალიან ბევრი უზუსტობა დაფიქსირებულა. ამიტომ, როგორია საზოგადოების განწყობები და 2012 წლის შემდეგ რაიმე სასიკეთოდ შეიცვალა თუ არა, ამ ყველაფერს 8 ოქტომბერს გავიგებთ. თუმცა, ყოველგვარი კვლევის გარეშე, ხელისუფლებამ იცის თუ სად არის ყველაზე დიდი გამოწვევა. სიღარიბის აღმოფხვრით, ბიზნეს გარემოს შექმნით, ინვესტიციების მოზიდვითა და ქვეყნის სწრაფი განვითარების უზრუნველყოფით მომსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება, ეს არის ხელისუფლების მთავარი ამოცანა. ყოველგვარი კვლევების გარეშე, ძალიან კარგად ვიცით და გვესმის თუ სად არის მთავარი პრობლემა. რაც შეეხება ციფრებით მანიპულირებას - სამწუხარო, ასეთი რამ ხდება-ხოლმე. ამაზე 2012 წლამდე გამოქვეყნებული კვლევები და შემდეგ არჩევნების საბოლოო რეზულტატიც მეტყველებს. რა თქმა უნდა, “NDI”-ის მიმართ არ გვაქვს პრეტენზია, ჩვენ არ ვენდობით იმ კვლევით ორგანიზაციებს, რომელიც ამ სამუშაოებს ატარებს. ასე, რომ მთავარი ტესტი არჩევნები იქნება. ხელისუფლებამ შიდა კვლევებით ძალიან კარგად იცის თუ რა არის მოსახლეობის მთავარი პრობლემა და რეფორმებით რას უნდა მივაღწიოთ“, - განაცხადა კობახიძე. შეგახსენებთ, რომ დღეს ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და მისი პარტნიორი ორგანიზაცია CRRC–საქართველომ საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგები წარმოადგინა.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)