|
2016-07-27 09:23:07, 1160 ნახვა
სამართალი
გიორგი პაპუაშვილი დღეს მთავარ პროკურატურაშია დაბარებული
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს დღეს, მთავარ პროკურატურაში ელოდებიან. როგორც „ექსპრესნიუსს“ მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, პაპუაშვილი უწყებაში მოწმის სახით გამოსაკითხად 13:00 საათზეა დაბარებული. თუმცა, გიორგი პაპუაშვილი აცხადებს, რომ პროკურატურაში მისვლას იქამდე არ აპირებს, სანამ საქართველოს პრემიერ-მინისტრს არ შეხვდება. „დღემდე ველოდები პრემიერთან შეხვედრას და იმედია, ეს შეხვედრა შედგება. პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რომ კითხვითი ნიშნები არ გაჩნდეს გამოძიებასთან, რომელთან უნდობლობის დიდი საფუძველი გვაქვს ბოლო თვეების განმავლობაში. ამის ნაცვლად პროკურატურამ შტურმით აიღო მოსამართლეების სახლები და სამუშაო ადგილები,ზოგს ერთი საათით ადრე იბარებდნენ, გამოცხადებულიყვნენ დაკითხვაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმის აღიძვრით ემუქრებოდნენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ საკონტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კონკრეტულ მოსამართლეებზე მიზანმიმართული ზეწოლა მიმდინარეობს. პროკურატურამ პაპუაშვილის განცხადებაში მითითებულ ფაქტებზე გამოძიება უკვე დაიწყო. გამოძიება ასევე დაწყებულია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, ზეწოლის მცდელობა მისი ოჯახის წევრზეც იყო.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)