|
2016-07-26 16:11:39, 591 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე: საქართველოს დიპლომატიამ გასული წლის განმავლობაში საკმაოდ დიდ წარმატებებს მიაღწია
საქართველო მსოფლიოს მასშტაბით არის მაგალითი სტაბილურობის, დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და განვითარების კუთხით, ამის შესახებ მეტი კომუნიკაცია გვჭირდება, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ამბასადორიალის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. საგარეო საქმეთა მინისტრმა ის საკითხები მიმოიხილა, რომლებიც 4 დღის განმავლობაში ამბასადორიალის ფარგლებში განიხილება. „აღინიშნა, რომ საქართველოს დიპლომატიამ გასული წლის განმავლობაში საკმაოდ დიდ წარმატებებს მიაღწია ყველა ძირითადი პრიორიტეტის მიმართულებით. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დაცვის კუთხით და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაციის საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვების კუთხით უპრეცედენტო ნაბიჯები გადაიდგა და მიღებულ იქნა უპრეცედენტო გადაწყვეტილებები. ჩვენ ამ აქტივობებს გავაგრძელებთ მომავალი წლის განმავლობაში იმისათვის, რომ საერთაშორისო ჩართულობით გავუმკლავდეთ ყველა ამ საფრთხეს“, - განაცხადა ჯანელიძემ. მისი თქმით, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ეკონომიკურ დიპლომატიაზე და საქართველოს იმიჯის მაქსიმალურად პოპულარიზაციაზე ქვეყნის გარეთ, ასევე, ახალ ინიციატივებზე და რეფორმებზე, რომელიც სამინისტროში ხორციელდება, კერძოდ, პოლიტიკური დეპარტამენტის რეფორმაზე, რომლის ფარგლებშიც სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულება ჩამოყალიბდა. „ჩვენ ნამდვილად გვაქვს სათქმელი, რომ საქართველო არის მაგალითი სტაბილურობის, დემოკრატიული ტრანსფორმაციის, განვითარების კუთხით და ძალიან დიდ როლს თამაშობს რეგიონული და გლობალური მასშტაბით. ამის შესახებ ჩვენ გვჭირდება მეტი კომუნიკაცია და ამ კომუნიკაციის შესახებ ვისაუბრეთ“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)