|
2016-07-26 15:26:41, 589 ნახვა
პოლიტიკა
მიშველაძე: პრეზიდენტის აზრით, პასუხი უნდა გაეცეს კითხვას - რა კავშირი აქვს კორცხელის ინციდენტთან კახა კალაძეს
პრეზიდენტის აზრით, პასუხი უნდა გაეცეს კითხვას - რა კავშირი აქვს კორცხელის ინციდენტთან „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროს კახა კალაძეს, - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მიშველაძემ განმარტა, საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უმოქმედობით ინსტიტუციების დისკრედიტაცია ხდება. „ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვნახეთ ამ ინციდენტში მონაწილეებისადმი სათანადო სამართლებრივი რეაგირება. მეტიც, ეს ადამიანები პარტიულ თავყრილობაზე ვიცე-პრემიერ კალაძის გვერდით ისევ გამოჩნდნენ, რაზეც „ქართული ოცნების“ შტაბის უფროსი აცხადებს, რომ ისინი არიან და იქნებიან ყველგან მის გვერდით. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ჯანსაღი წინასაარჩევნო პროცესისთვის აუცილებელია კორცხელის ინციდენტზე სწორი სამართლებრივი რეაგირება. პრეზიდენტის აზრით, უნდა გაეცეს პასუხი კითხვას - რა კავშირი აქვს კორცხელის ინციდენტთან „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსს იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რომელსაც ვიცე-პრემიერი ღია ეთერებში აკეთებს“, - განაცხადა ეკა მიშველაძემ.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)