|
2016-07-25 15:49:59, 722 ნახვა
პოლიტიკა
ვახტანგ ხმალაძე: თუ პრეზიდენტის განცხადებას დროულად არ გამოიძიებენ, ქვეყნის იმიჯი დაზარალდება
„რესპუბლიკური პარტიის“ წევრის ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, ოჯახის წევრზე ზეწოლასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა სამართალდამცავებს აუცილებლად უნდა მიმართოს. როგორც დეპუტატმა „ექსპრენიუსს“ განუცხადა, იმ შემთხვევაში თუ საქმე გაუხსნელი დარჩება, ამით დამნაშავეთა წახალისება მოხდება. „პირველ რიგში დავსვამდი კითხვას - თუ მისი ოჯახის წევრებზე ხორციელდებოდა უკანონო ზემოქმედება, პრეზიდენტმა ამის თაობაზე სამართალდამცავ ორგანოებს ინფორმაცია თუ მიაწოდა. ვინაიდან, უკანონო ზემოქმედება არის კანონდარღვევა. დანაშაულის აღმოფხვრა კი სამართალდამცავი ორგანოების ვალია. თუ პრეზიდენტმა მიმართა სამართალდამცავებს, რა ღონისძიებები გაატარეს კანონდამცველებმა და გამოავლინეს თუ არა დამნაშავე. ნებისმიერი ადამიანის ოჯახის წევრზე ზეწოლა, ეს არის დანაშაული. ამ შემთვევაში აუცილებელია მიმართო სამართალდამცავებს, რათა არ მოხდეს დამნაშავეთა წახალისება. რასაკვირველია, დანაშაულის რანგი იზრდება, რაც უფრო მაღალი თანამდებობის წევრის ოჯახის წევრზეა საუბარი. შესაძლოა, ეს ზეწოლა რაიმე ქმედების შეზღუდვის საფუძველი გახდეს ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, მოხდეს პირის შანტაჟირება. თუ დროულად არ გამოიძიეს ეს საქმე, ქვეყნის იმიჯი დაზარალდება“, - განაცხადა ხმალაძემ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საკონსტიტუცციო სასამართლოს თავმჯდომარესთან გიორგი პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ბრიფინგი გამართა. როგორც ბრიფინგზე პრეზიდენტმა განაცხადა, მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ პაპუაშვილის მიერ მიწოდებულ ფაქტებს, ის არ გაუოცებია. მარგველაშვილის თქმით, ზეწოლის მცდელობა მისი ოჯახის წევრზეც იყო.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)