|
2016-07-25 14:31:38, 559 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი: გიორგი პაპუაშვილმა კონკრეტული ფაქტები დამისახელა
გიორგი პაპუაშვილმა კონკრეტული ფაქტები დამისახელა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებებზე პოლიტიკოსების გამოხმაურებები რბილად რომ ვთქვათ, იყო გაუგებარი. როდესაც ასეთი მაღალი თანამდებობის პირი აცხადებს, ასეთ მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუზე ზეწოლის შესახებ, მე ვფიქრობ, რომ ამას უნდა მოყვეს პოლიტიკოსების შეშფოთება და ბუნებრივია, უნდა იყოს მცდელობა ამ საქმეში დეტალურად გარკვევის. მე დღეს ვესაუბრე ბატონ გიორგის და მან მე კონკრეტული ფაქტები დამისახელა. ეს კონკრეტული ფაქტები თავისთავად, გამომდინარე იქედან, რომ ეხება უმნიშვნელოვანეს სახელმწიფოებრივ ინსტიტუს, ისეთს, როგორიც არის საკონსტიტუციო სასამართლო და ისეთ თანამდებობის პირებს, როგორიც არიან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, რომელთაც აქვთ უმაღლესი დაცვის ხარისხი ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით, თავისთავად ეს ფაქტი არის შემაშფოთებელი. ჩვენ ვლაპარაკობთ ჩვენი სახელმწიფოს დაცულობაზე, ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების დაცულობაზე“, - განაცხადა პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მოსამართლეებზე მიზანმიმართული ზეწოლა მიმდინარეობს. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებას საქართველოს მთავარი პროკურატურა გამოეხმაურა და გიორგი პაპუაშვილს მიმართა, „მისთვის სასურველ დროს“ უწყებაში გამოცხადდეს.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)