|
2016-07-24 16:29:50, 708 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: ოთარ დანელია ერთ-ერთი წამყვანი ძალა იქნება ჩვენს გუნდში
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მარტვილისა და აბაშის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატად ოთარ დანელია წარადგინა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, დანელია ევრიპის ბაზარზე ქართული პროდუქციის გატანის მიმართულებით ბევრს მუშაობს და უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო რეფორმების ინიციატორი. „როდესაც აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზებზე ვმოძრაობთ, ნებისმიერი შეუიარაღებელი თვალისთვის ჩანს სასათბურე, ახალი სამაცივრე მეურნეობები. გაშენებული ხეხილი, რომელიც შედეგებს თანდათან მოიტანს. ამას ყველაფერს მოყვება ახალი საჭიროება გადამამუშავებელი წარმოებების, რაც თავისთავად გააჩენს სამუშაო ადგილებს. ოთარი ძალიან ბევრს მუშაობს ევროპის ბაზარზე ქართული პროდუქციის გატანის მიმართულებით და უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო რეფორმების ინიციატორი გახლავთ. ეს რეფორმები უკვე დაიწყო და მომავალშიც განხორციელდება. მე მინდა, რომ მას გზა დავულოცო, წარმატებები ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, იგი იქნება ლოკომოტივი არა მხოლოდ აბაშის, არა მხოლოდ მარტვილის, არამედ სამეგრელოსი და მთელი ჩვენი ქვეყნის განვითარების. ის იქნება ერთ-ერთი წამყვანი ძალა ჩვენს გუნდში",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. ოთარ დანელიამ გიორგი კვირიკაშვილსა და „ქართული ოცნების" გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. „დღევანდელი ფორმატიდან გამომდინარე გპირდებით ერთ რამეს- შეუქცევად პროგრესს, რომელსაც ვერავინ ვერასდროს შეაჩერებს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არის მთელი რიგი გამოწვევებისა აბაშაში, ჩვენ თითოეულ პრობლემას გავივლით თქვენთან ერთად. ჩვენ გვექნება ინტენსიური შეხვედრები მოსახლეობასთან. ჩავალთ უკლებლივ ყველა სოფელში და შევხვდებით ადგილობრივებს, ყველა სექტორის წარმომადგენლებს",-დასძინა დანელიამ. (NS)
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)