15:45 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-23 13:48:01, 680 ნახვა

საზოგადოება
ღვინის სექტორის ინსტიტუციური რეფორმის პროექტის განხილვა გაიმართა

თბილისში, სასტუმრო „Tbilisi Marriott"-ში ღვინის სექტორის ინსტიტუციური რეფორმის პროექტის განხილვა გაიმართა.

პროექტი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მოწვეულმა მეღვინეობის დარგის საერთაშორისო ექსპერტმა ჯონ ბარკერმა (ახალი ზელანდია) მოამზადა.

სამინისტროს ინფორმაციით, ღვინის სექტორის ინსტიტუციური რეფორმის პროექტის მიზანია დარგის შესაბამის სახელმწიფო უწყებებსა და კერძო სექტორს შორის კოორდინაციის გაუმჯობესება, არსებული თანამშრომლობის  ფორმალიზება და კერძო სექტორის უფრო მეტი ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, იქნება ეს მარკეტინგული ღონისძიებები, თუ კონტროლისა და რეგულაციების საკითხები.

შეხვედრას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი, აღნიშნული პროექტის მხარდამჭერი სურსათისა და სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ორგანიზაციის FAO-ს, ასოციაციის „ქართული ღვინო", „კახეთის მეღვინეთა გილდიის", „ქვევრის ფონდის", საქართველოს სომელიეთა ასოციაციის და  მეღვინეობის დარგში დასაქმებული სხვა ორგანიზაციების  წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ლევან დავითაშვილის თქმით, ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლები მაქსიმალურად უნდა იყვნენ ჩართულები დარგის რეფორმირებისა და ინსტიტუციური მოწყობის უფრო ეფექტური მოდელის შემუშავების პროცესში.

 ექსპერტმა ჯონ ბარკერმა პრეზენტაციაში ისაუბრა ღვინის სექტორის საჭიროებებზე, მთავრობისა და ინდუსტრიის ინსტიტუციების როლზე დარგის განვითარების საკითხში, კერძო სექტორის ჩართვის აუცილებლობაზე დაგეგმარების პროცესში, მოიყვანა წარმატებული ღვინის ინდუსტრიის მქონე ქვეყნების მაგალითები. პროექტის განხილვის შემდეგ გაიმართა დისკუსია მონაწილეებს შორის.

შეხვედრა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა შეაჯამა. მისი თქმით, მსგავს ფორმატში პირველად მოხდა პროექტის განხილვა. როგორც გიორგი სამანიშვილმა აღნიშნა,  ეს იყო პროექტის შუალედური პრეზენტაცია, ხოლო მიმდინარე წლის შემოდგომაზე, ექსპერტის მხრიდან წარმოდგენილი იქნება უფრო დეტალური წინადადებები.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე ოპოზიციას ისევ მოღალატეებს და მტრებს უწოდებს
ივანიშვილის წარმომადგენელს წილოსანს მიაჩნია, რომ სასქართველოში საწვავის ფასი არაა ევროპის ფასებზე მეტი
მთავრობამ მიიღო რეპრესიული „უცხოელი აგენტების“ კანონიც კი, რომელიც მედიის დირექტორებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს - RSF
სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული ქართულ მედიაში - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics