|
2016-07-22 18:55:57, 799 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: ხონი და ვანი გრიგოლ ლილუაშვილის სახით ნამდვილ მეგობარს შეიძენენ
ხონი და ვანი გრიგოლ ლილუაშვილის სახით ნამდვილ მეგობარს შეიძენენ. ის არის უაღრესად ყურადღებიანი ადამიანი, რომელიც გულთან მიიტანს ყველა თქვენგანის პრობლემას და იქნება თქვენი ხმა პარლამენტში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომელმაც ხონის მოსახლეობას ვანისა და ხონის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გრიგოლ ლილუაშვილი წარუდგინა. „საქართველოს უნდა დავუბრუნოთ ღირსეული ადგილი რუქაზე, ის კუთვნილი პატივისცემა, რომელსაც ნამდვილად იმსახურებს. საქართველო ისევ უნდა გახდეს დიდი ქვეყანა, მიუხედავად იმისა, რომ პატარა ვართ. ამისთვის „ქართული ოცნების" ხელისუფლება მზად არის",-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობასთან შეხვედრისას საზოგადოებრივი თანხმობის მიღწევის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება" არის ძლიერი გუნდი, რომელიც შედგება როგორც ახალი, ასევე ძველი წევრებისგან. „ ჩვენ გთავაზობთ, რომ აღარ დავყოთ საზოგადოება. გთავაზობთ, გავერთიანდეთ, დავდგეთ ყველანი ერთად უკეთესი ქვეყნის, უკეთესი სამშობლოს, უკეთესი საქართველოს მშენებლობისთვის",-აღნიშნა მთავრობის მეთაურმა. ხონის მოსახლეობას სიტყვით ასევე მიმართა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გრიგოლ ლილუაშვილმა. „უამრავი მშობლიური სახე ვნახე დღეს და ასეთი თბილი მიღებისთვის მადლობას გიხდით. პირადად მე ხონთან რამდენიმე წლიანი მეგობრობა მაკავშირებს. 2011-2012 წლები ერთად გამოვიარეთ. ხონის რაიონში მარჯანიშვილების ოჯახიდან დაიწყო „ქართული ოცნება". ჩუმად ვიკრიბებოდით სახლში. მაშინ იქმნებოდა აქტივი, მუხტი, რომელიც გამარჯვებით დაგვირგვინდა. მინდა, რომ ეს დღე იყოს საწინდარი იმ კეთილდღეობის, რომელიც საქართველოსა და ხონის რაიონს წინ ელოდება",-აღნიშნა გიორგი ლილუაშვილმა სიტყვით გამოსვლისას. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენას პარტიის გენერალურ მდივან კახა კალაძესთან ერთად ასევე ესწრებოდნენ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წევრები-გია ვოლსკი, გიორგი კახიანი, მამუკა მდინარაძე, დავით ლორთქიფანიძე და ოთარ ჩრდილელი.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)