|
2016-07-22 18:01:41, 638 ნახვა
პოლიტიკა
ლავროვი: ბუქარესტის სამიტის დაპირებამ სააკაშვილს თავი დააკარგვინა და მშვიდობისმყოფელებზე შეტევის განკარგულება გასცა
ნატო-ს თავის რიგებში სულ უფრო მეტი ქვეყნის ჩართვა და მათი რუსეთისგან დაშორება სურს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. მისი თქმით, ბუქარესტის სამიტზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ წაახალისა 2008 წლის აგვისტოში მიხეილ სააკაშვილის ქმედებები. "მათ უარი თქვეს ჩვენს შეთავაზებაზე უსაფრთხოების ერთიანობის უზრუნევლყოფის შესახებ: უსაფრთხოება ვერ იქნება უზრუნველყოფილი სხვების ნაცვლად. ამის მაგივრად, მათ სურთ, ნატო-ში სულ უფრო მეტი ქვეყანა ჩართონ, ისინი რუსეთს დააშორონ. 2008 წელს ბუქარესტში ნატო-ს სამიტზე ხანგრძლივი დავის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, გაუგზავნონ თუ არა ოფიციალური მოწვევა საქართველოს და უკრაინას, რომ მათ ალიანსში გაწევრიანების პროგრამა დაიწყონ. ფორმალური, იურიდიულად სავალდებულო გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა, თუმცა მათ ამის კომპენსაცია მოახდინეს საბოლოო დოკუმენტში პოლიტიკური ფრაზით - ნატო-ს წევრები დარწმუნებულები არიან, რომ საქართველო და უკრაინა ნატო-ში იქნებიან. ყველაფერი ეს 2008 წლის აპრილში მოხდა, ხოლო უკვე აგვისტოში სააკაშვილმა ასეთი დაპირების გამო თავი დაკარგა და მან ცხინვალზე, რუს და ოს მშვიდობისმყოფელებზე შეტევის განკარგულება გასცა. ნატო-ს წამახალისებელმა ფრაზამ - თბილისი იქნება ნატო-ში - თავისი როლი შეასრულა. ამაში მე ეჭვი არ მეპარება", - განაცხადა ლავროვმა.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)