|
2016-07-22 16:42:30, 649 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ პატარაძე ხულოს მოსახლეობას ხვდება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მთიანი აჭარის მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებს. მთიან მუნიციპალიტეტებში გასვლა რეგიონის ხელმძღვანელმა ხულოდან დაიწყო. ამის შესახებ "ექსპრენიუსს" აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს. ხულოს ცენტრის შემდეგ მთავრობის თავმჯდომარე ღორჯომის ხეობას ესტუმრა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა მოინახულა. მთავრობის თავმჯდომარეს თხოვნით მიმართეს სასწრაფო დახმარების მანქანების რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით. ზურაბ პატარაძემ მათ დახმარება აღუთქვა ამ პრობლემების გადაჭრაში. „მოსახლეობაზე ზრუნვა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ,,მთის კანონი". უნდა განვახორციელოთ ახალი სოციალური პროექტები. სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად მთავრობა ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს, რომ მთაში მცხოვრები მოსახლეობის მიგრაცია ბარში შევაჩეროთ, ხალხი მთაში დავაბრუნოთ, სოფელი გაძლიერდეს, გახდეს შემოსავლიანი და ადგილზევე დასაქმდეს მოსახლეობა. ამიტომ საჭიროა გვერდით გადავდოთ პარტიული შეხედულებები და ერთად ვაკეთოთ საქმე ჩვენი ხალხის უკეთესი მომავლისათვის'' - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ ხულოს მოსახლეობასთან შეხვედრისას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)