|
2016-07-22 15:24:13, 853 ნახვა
პოლიტიკა
ლალი მოროშკინა: საქართველო რომ თავმოყვარე ერი იყოს, უკრაინასთან კონტაქტს გაწყვეტდა
„თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის“ წევრის ლალი მოროშკინას განცხადბით, თამაზ მეჭიაურის დამსახურებით რუსეთი საქართველოს ბორჯომსა და ღვინოზე სანქციებს აღარ დაუწესებს. როგორც „ექსპრენიუსს“ ლალი მოროშკინამ განუცხადა, საქართველო ყველანაირად უნდა ეცადოს, რომ რუსეთის ბაზარი შეინარჩუნოს. „ყირიმთან და სევასტოპოლთან დაკავშირებულ სანქციებს საქართველოც შეუერთდა. როგორც ყოველთვის, ჩვენმა მთავრობამ არ იფიქრა თუ ჩვენ ქვეყანას ეს ყოველივე როგორ შემოუტრიალდებოდა. მივიღეთ ის, რომ ძლივს აღდგენილი ეკონომიკური ურთიერთობა გაგვიფუჭდა. საქართველოდან რუსეთში ძალიან ბევრი მინერალური სასმელი და ღვინო გადიოდა. მთელი მსოფლიო ცდილობს რუსული ბაზრის შენარჩუნებას. საქართველო ამ უაზრო ომშია ჩაბმული. ჩვენ რომ თავმოყვარე ერი ვიყოთ უკრაინასთან ურთიერთობას საერთოდ გავწყვეტდით. მათ შეიფარეს ჩვენი დევნილი პრეზიდენტი და კორუმპირებული მთავრობა. რომ არა თამაზ მეჭიაური, რომელმაც რუსეთის უმაღლესი რანგის დეპუტატებთან მოახერხა შეხვედრა, ათასობით ადამიანი დარჩებოდა მშიერი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ქვეყნისთვის შეიძლება გააკეთო. თამაზ მეჭიაურმა მოახდინა სწრაფი რეაგირება, შეხვდა დუმა-ში კოლეგებს და სანქციების დაწესის თემა მოიხსნა. მივმართავთ საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ 2008 წლის მერე ცესკო-ს უბნები რუსეთში არ გახსნილა და იქ მილიონ ორასი ათასი ქართველი ცხოვრობს და კატასტროფა იქნება მათი ხმების დაკარგვა“, - აცხადებს მოროშკინა. შეგახსენებთ, რომ თამაზ მეჭიაური რუსეთში იმყოფება, სადაც რუსეთის დუმი-ს დეპუტატებთან მოლაპარაკებებს მართავს.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)