|
2016-07-22 15:20:02, 722 ნახვა
პოლიტიკა
ლალი მოროშკინა: თამარ ჩუგოშვილი 26 მაისის დარბევის „გაპრავებით“ იყო დაკავებული
„თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის“ წევრის ლალი მოროშკინას განცხადებით, სია, რომელიც თამარ ჩუგოშვილის სახელით იწყება, მისთვის არ არსებობს. როგორც „ექსპრენიუსს“ მოროშკინამ განუცხადა, „ქართული ოცნება“ გაურკვეველი ორიენტაციის საშუალო სქესის წარმონაქმნად იქცა და აღარ იციან ვინ მაჟორიტარ კანდიდატად ვინ დაასახელონ. „„ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი მაჟორიტარი დეპუტატები საქართველოს შეურაცხყოფაა. სიაში თამარ ჩუგოშვილის არსებობა ჩვენი პირდაპირი შეურაცხყოფაა. ეს ქალი 2011 წწლის 26 მაისს ამერიკის ელჩთან ერთად, დაკავებული იყო სიტუაციის „გაპრავებით“. მას შემდეგ სისლიან 26 მაისს ჩაატარეს აღლუმი და ეს ქალბატონი იყო ამ ყველაფრის შემოქმედი. სია რომელიც თამარ ჩუგოშვილით იწყება, ჩემთვის უკვე არ არსებობს. „ოცნება“ ქალაქში მაჟორიტარს ვერ აყენებს და რაიონებში კიდევ ხალხი არ იცნობს წამოყენებულ კანდიდატებს. „ოცნებამ“ ვერც ერთ რაიონში ვერ დააყენა მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად ის ადამიანი, რომელიც რაიონმა 2012 წელს დეპუტატად აირჩია. მათ იმდენად შეირცხვინეს თავი, რომ ამ ხალხთან აღარ მიესვლებათ. ჩვენ „ოცნების“ ნაცვლად გაურკვეველი ორიენტაციის საშუალო სქესის წარმონაქმნი მივიღეთ. მეჭიაური არის ოპოზიცია და ჩუგოშვილი არის „ოცნება“?! მეჭიაურს 26 მაისს ბორკილები ჰქონდა დადებული და მისი სისხლით იყო რუსთაველის გამზირი მორწყული. მამუკა ხაზარაძე ამდენი ხანი კვებავდა „ნაციონალურ მოძრაობას“ და ახლა გახდა მმართველი გუნდის სასიქადულო სახე?! ჩვენ ვართ რეალური „ოცნება“. დღეს ორი „ოცნებაა“ ერთი, რომელსაც მხოლოდ სახელი დარჩა და ჩვენ, რომელსაც მრწამსი დაგვრჩა“, - აცხადებს ლალი მოროშკინა.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)