05:09 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-22 11:55:58, 1083 ნახვა

ეკონომიკა
პეტრე ცისკარიშვილი: ხელოვნური ბრძოლა დოლართან, ჩვენი ეკონომიკისთვის დამაზიანებელია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, მთავრობის მხრიდან დედოლარიზაციაზე საუბარი საქართველოს ეკონომიკისთვის დამაზიანებელია.

როგორც ცისკარიშვილმა აღნიშნა, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ქვეყანაში კრედიტები ხელმისაწვდომი არაა, დედოლარიზაციის მავნებლური პოლიტიკაა.

„ბოლო დღეებია  ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში დედოლარიზაციაზე საუბრობენ. თავისუფალი ბაზრის პრინციპის განუყოფელი პრინციპის დაცვის ნაცვლად, ეს ადამიანები დოლარს და საქართველოში განხორციელებულ იმპორტულ ნაკადებს ებრძვიან, რაც თავის მხრივ აზიანებს ჩვენს ქვეყანაში კაპიტალის შემოდინებას, ინვესტიციების შემოსვლასა და შესაბამისად სამუშაო ადგილების შექმნას. ხელოვნური ბრძოლა დოლართან, ჩვენი ეკონომიკისთვის დამაზიანებელია.

გარდა ამისა, ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში კრედიტები ხელმისაწვდომი არაა, სავალუტო ბაზარზე ხელოვნური ჩარევა და სწორედ ხსენებული დედოლარიზაციის მავნებლური პოლიტიკაა.

აქ მნიშვნელოვანია ისიც, რომ როცა ეს ადამიანები მოგვიწოდებენ დოლარები ლარში გადავიტანოთ, თავად მათ, მაგალითად - კალაძეს, ქუმსიშვილს და  გვენეტაძეს, ანაბრები და მიმდინარე ანგარიშენი (დეკლარაციის თანახმად) დოლარებში აქვთ”, - განაცხადა ცისკარიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics