15:36 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-21 18:00:05, 646 ნახვა

საზოგადოება
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით აღჭურვის პროგრამა იწყება

საქართველოს ხელისუფლება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერას აგრძელებს. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით აღჭურვის“ სახელმწიფო პროგრამის  ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო კოოპერატივების მიერ შეძენილი, საქართველოში აწყობილი  სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებას  განახორციელებს.
უწყების ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები  სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის  შეძენისას სახელმწიფოსგან 30%-იან  თანადაფინანსებას   მიიღებენ.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი,  რომელიც რეგისტრირებულია „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ დასახლებებში  ან/და რომლის მეპაიეთა არანაკლებ 50%-ს  წარმოადგენენ დევნილები,  ქალები და ახალგაზრდები, ტექნიკის  შეძენისას  მისი ღირებულების 40% -ით დაფინანსდება.

ახალი პროგრამა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს ფრაგმენტირებული მიწების კონსოლიდაციით, ფინანსური რესურსის გაერთიანებით და საწარმოო ხარჯების შემცირებით, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების აგროვადებში დამუშავების საშუალებას მისცემს.

სახელმწიფო პროგრამა ხელს შეუწყობს  კოოპერატივების მიერ წარმოებული პროდუქციის თვითღირებულების შემცირებას და  მოსავლიანობის ზრდას, რაც პროდუქციას კონკურენტუნარიანს გახდის  როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშირისო ბაზარზე.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები სახელმწიფო პროგრამაში დარეგისტრირებას ონლაინ რეჟიმში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სააგენტოს შეძლებენ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე ოპოზიციას ისევ მოღალატეებს და მტრებს უწოდებს
ივანიშვილის წარმომადგენელს წილოსანს მიაჩნია, რომ სასქართველოში საწვავის ფასი არაა ევროპის ფასებზე მეტი
მთავრობამ მიიღო რეპრესიული „უცხოელი აგენტების“ კანონიც კი, რომელიც მედიის დირექტორებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს - RSF
სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული ქართულ მედიაში - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics