|
2016-07-21 15:23:52, 662 ნახვა
საზოგადოება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სოფელ სატეხიის მოსახლეობას შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დღეს ხელვაჩაურის სოფელ სატეხიის მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. ამის შესახებ "ექსპრენიუსს" აჭარის მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ადგილობრივები დაზიანებული სოფლის გზის მოწესრიგებას ითხოვდნენ, დღეს ეს გზა უკვე აღდგენილია. სოფელ სატეხიის მკვიდრთა მთავარი მოთხოვნა გაზიფიცირების მიმართულებით მხარდაჭერა იყო. რეგიონის ხელმძღვანელი ინდივიდუალურად გაესაუბრა და მოისმინა მათი პრობლემები. მთავრობის კუთხით ყველა შესაძლო რესურსი იქნება გამოყენებული, რათა ერთგვარი მედიატორის როლი განახორციელოს ადგილობრივ გამგეობასა და ბუნებრივი აირის კომპანიას შორის. "დავდივართ კარდაკარ და ხალხში, რომ ვნახოთ და აღვრიცხოთ რა საკითხები აწუხებს მოსახლეობას. თქვენთან გვერდში დგომით, თქვენთან ერთად უნდა მოვაგვაროთ ყველა გადასაჭრელი საკითხი, მაგრამ მოგვეცით იმის საშუალება, რომ არსებული ვითარებიდან ვიპოვოთ გამოსავალი; არსებული შესაძლებლობებიდან მაქსიმალურად წავწიოთ საქმე წინ'' - განაცხადა შეხვედრისას ზურაბ პატარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)