15:41 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-21 10:01:27, 1731 ნახვა

მსოფლიო
ერდოღანმა თურქეთში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ  ტაიპ ერდოღანმა, თურქეთში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, - ამის შესახებ საინფორმაციო საგენტო Anadolu იტყობინება.

მედია საშუალების ინფორმაციით, გადაწყვეტილება მთავრობის სხდომაზე მიიღეს.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, სამხედრო გადატრიალების მცდელობაში "ტერორისტული ელემენტები" მონაწილეობდა, რომელთა სრულად განეიტრალება უნდა მოხდეს.

საგანგებო მდგომარეობა პრეზიდენტმა 3 თვით გამოაცხადა.

ამასთან, მისივე თქმით, საგანგებო მდგომარეობა დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანთა უფლებების დასაცავად გამოცხადდა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა იყო, რის შედეგადაც 290-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოლოვიოვის მიერ იტალიის პრემიერის შეურაცხყოფის გამო, იტალიამ რუსეთის ელჩი დაიბარა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics