01:14 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-21 09:53:53, 672 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: 2012 წლის ოქტომბრამდე 12 000-ზე მეტ დევნილ ოჯახს ფართები დაუკანონდათ

თბილისში, ქუთაისში, ხონსა და ლაგოდეხში 198 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის  თქმით, 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე 12 000-ზე მეტ ოჯახს მათ მფლობელობაში არსებული ახალი საცხოვრებელი ფართები უკვე დაუკანონდა.

„დღეს ჩვენ გამოგვაქვს საკითხი 198 საცხოვრებელი სახლის დაკანონების შესახებ - თბილისში, ქუთაისში, ხონსა და ლაგოდეხში 198 დევნილ ოჯახს ფართი საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა. 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე 12 000-ზე მეტ ოჯხას უკვე დაუკანონდა მათ მფლობელობაში არსებული თუ ახალი ფართები და ჩვენ ამ პროცესს სრული დატვირთვით ვაგრძელებთ. ამას ახორციელებს დევნილთა და განსახლების სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა მიმდინარეობა. მინისტრთა კაბინეტი სხდომაზე 33 საკითხს განიხილავს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics