|
2016-07-20 13:49:29, 782 ნახვა
საზოგადოება
მიკროავტობუსის 66 მძღოლს კონდიციონერის ჩაურთველობის გამო, მუშაობა 10 დღით აეკრძალა
კომპანია „თბილსის მიკროავტობუსი“ 20 ივლისიდან ზრდის მონიტორინგის ჯგუფებს კომპანიის დაქვემდებარებაში მყოფ ოთხივე ავტოპარკში, - ამის შესახებ კომპანია „თბილსის მიკროავტობუსის“ მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. "ხაზზე გამოსვლამდე ყოველი მიკროავტობუსი გაივლის ტექნიკურ შემოწმებას და კონდიცირების სისტემის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, მანქანას აეკრძალება ხაზზე გასვლა და დადგენილი მარშრუტის შესრულება. მონიტორინგის დღევანდელი შედეგების თანახმად ხაზზე გასვლა აეკრძალა 70 მიკროავტობუსს. ასევე მოგახსენებთ 19 ივლისის მონიტორინგის შედეგებს, რომლის თანახმადაც გამოვლინდა 66 მძღოლი, რომელიც მგზავრთა გადაყვანის დროს შეგნებულად არ რთავდა ჰაერის გამაგრილებელს. უსაფრთხოების სამსახურმა გაატარა შესაბამისი სანქციები და ათი დღის ვადით აეკრძალათ მიკროავტობუსებზე მუშაობა. ტექნიკური შემოწმება რეგულარულად ჩატარდება მთელი ზაფხულის განმავლობაში", - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)