23:38 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-20 09:11:56, 704 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი რეჯეპ ტაიპ ერდოღანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოღანს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში, პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

მხარეებმა საქართველოსა და თურქეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს დაარსების მნიშვნელობას და ვიზიტის ფარგლებში გაფორმებული შეთანხმებების  დროულად ამოქმედების აუცილებლობას.

რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა  თურქეთის მიმართ გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისთვის და კმაყოფილება გამოთქვა ვიზიტის ნაყოფიერად დასრულების გამო.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა თურქი ხალხისადმი და გამოთქვა რწმენა, რომ სტაბილური და დემოკრატიული თურქეთი რეგიონში უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გარანტი იქნება.

გიორგი კვირიკაშვილმა თურქეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ვარშავის სამიტზე საქართველოს მხარდაჭერისთვის.

აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელი ვიზიტი ორი ქვეყნის ურთიერთობებს მნიშვნელოვნად განამტკიცებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics