|
2016-07-19 15:12:52, 792 ნახვა
პოლიტიკა
გიგი წერეთელი: „ოცნების“ ყველა კანდიდატის უკან, საზოგადოება მაინც ბიძინა ივანიშვილს ხედავს
საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიგი წერეთლის განცხადებით, მმართველი გუნდის მიერ 4-წლის განმავლობაში შეუსრულებელ დაპირებებსა და ეკონომიკურ უკუსვლას ახალი სახეები ვერ შეცვლიან. როგორც „ექსპრესნიუსს“ წერეთელმა განუცხადა, ყველა ეცდება, არა საკუთარ ძალებზე ისაუბროს, არამედ მუდმივ აქცენტს გააკეთებენ, რომ ისინი ივანიშვილის რჩეულები არიან. „“ქართული ოცნების“ კანდიდატების საკითხი პარტიის გადასაწყვეტია. მთავარია ის პოლიტიკა, რომელიც ამ პარტიამ 4-წლიანი მმართველობის პერიოდში საქართველოში აწარმოა. ვფიქრობ, რომ ცალკე აღებული ერთი კანდიდატი ვერაფერს შეცვლის. აქ მთავარია ბიძინა ივანიშვილის ნება. ყველა ეცდება, რომ არა საკუთარ ძალებზე ისაუბროს, არამედ მუდმივ აქცენტს გააკეთებენ იმაზე, რომ ისინი ივანიშვილის რჩეულები არიან. ზოგს შეიძლება საზოგადოებაში უკეთესი იმიჯი გქონდეს, ზოგს უარესი, მაგრამ ყველა ერთი ვერტიკალის წარმომადგენელია და მე არ მგონია, ახალმა კადრებმა მოსახლეობას რაიმე მნიშვნელოვანი შესთავაზონ. რა მნიშვნელობა აქვს ქუთაისში ნარჩემაშვილი იქნება თუ ვინმე სხვა. საზოგადოება ყველა კანდიდატის უკან ბიძინა ივანიშვილს ხედავს. გამომდინარე 4 წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური უკუსვლით, ახალი კადრები ვერფერს შეცვლიან“, - განაცხადა წერეთელმა. ცნობისთვის, პარტიის თავმჯდომარე, გიორგი კვირიკაშვილმა ქუთაისში იმერეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიწარადგინა. ესენია: გენადი მარგველაშვილი, დიმიტრი მხეიძე, კობა ნარჩემაშვილი, ცოტნე ზურაბიანი, შალვა კიკნაველიძე, ელგუჯა გოცირიძე, პაატა კვიჟინაძე, გრიგოლლილუაშვილი, სულხან მახათაძე, კობა ლურსმანაშვილი და გია მიქელაძე.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)