2015-03-05 12:35:10, 415 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული ალიანსის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული ალიანსის პრეზიდენტს სერ გრემ უოტსონს შეხვდა.
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ პრეზიდენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა იმსჯელეს სხვადასხვა პარტიათა შორის თანამშრომლობის აუცილებლობის შესახებ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისათვის.
გრემ უოტსონმა საუბრისას აღნიშნა, რომ იზიარებს პრეზიდენტ მარგველაშვილის შეხედულებას არსებული რეალობის შესახებ და პარტიათა შორის თანამშრომლობა უფრო უნდა გაძლიერდეს.
ამასთან, შეხვედრისას ხაზგასმით აღინიშნა ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მნიშვნელობა. მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზეც იმსჯელეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან