|
2016-07-18 22:08:54, 804 ნახვა
საზოგადოება
დიდუბის სამგანზომილებიანი ზებრა “გარდიანის“ ყურადღების ცენტრში მოექცა
ინგლისურ გამოცემა გარდიანში ამერიკის, ჩინეთის, ისრაელის, პოლონეთის, შვეიცარიისა და კანადის შემოქმედებითი ზებრა გადასასვლელების ფოტოებთან ერთად რობაქიძის გამზირზე მოხატული ზებრის ფოტოც განთავსდა. როგორც თბილისის მერიამ "ექსპრესნიუსს" აცნობა, გარდიანის ჟურნალისტი დიდუბის გამგეობას დაუკავშირდა და აღნიშნული ინფორმაციისა და ფოტოს განთავსებაზე ნებართვა ითხოვა. ცნობისთვის, საქართველოში პირველი ქვეითთა ზებრა გადასასვლელები დიდუბის რაიონის გამგეობის პროექტის „მოხატე უსაფრთხოების“ ფარგლებში მოიხატა. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში, გამგეობის თანამშრომლებმა და სტუდენტებმა „ზებრა“ გადასასვლელები ბელიაშვილის ქუჩასა და წერეთლის გამზირზე მოხატეს. დიდუბის რაიონის გამგეობის კამპანიის შემდგომ, ზებრა გადასასვლელები საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც მოიხატა. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)