|
2016-07-18 19:42:28, 716 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი სლოვენიის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
სლოვენიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სლოვენიის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს მილან ბრგლეზს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს დელეგაციასთან ერთად გამართულ შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილმა და სლოვენიის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა ორი ქვეყნის საპარლამენტო ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე, საპარლამენტო მეგობართა ჯგუფების ურთიერთობების გააქტიურებაზე და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შეხვედრისას ხაზი გაესვა ასევე, თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას მრავალმრივი საპარლამენტო ფორმატით - ევროპის კავშირის საპარლამენტო ასამბლეის, ნატოსა და ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეების ფარგლებში. როგორც შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება, ამიტომ საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ 2016 წლის ოქტომბერში, სლოვენიელი დამკვირვებლები ფართოდ იქნებიან წარმოდგენილნი. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრის დაწყებამდე ,,ოქროს წიგნში" ჩანაწერი გააკეთა. საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი სლოვენიის რესპუბლიკაში 19 ივლისს დასრულდება.
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა მოხსნეს
ზელენსკი: გუშინ ბელარუსის მხრიდან საზღვარზე საკმაოდ უჩვეულო აქტივობა შეინიშნებოდა, საჭიროების შემთხვევაში, რეაგირებას მოვახდენთ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)