|
2016-07-18 18:23:53, 710 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი სლოვენიის ინფრასტრუქტურის მინისტრს პიტერ გაშპერშიჩს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, სლოვენიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სლოვენიის ინფრასტრუქტურის მინისტრს პიტერ გაშპერშიჩს შეხვდა. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, მინისტრთან სამუშაო ლანჩზე საუბარი შეეხო საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს, საქართველოს გეოპოლიტიკურ როლს, მნიშვნელოვან რეგიონულ პროექტებს, ტრანსკასპიური გაზსადენისა და აბრეშუმის გზის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს, რაც ხელს შეუწყობს ტრანსკონტინენტური თანამშრომლობის გაძლიერებას. როგორც საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა მაია მელიქიძემ განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სლოვენიაში ოფიციალური ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია, რადგან ეს მოიცავს ბიზნესკომპონენტს, გამომდინარე, იქიდან, რომ შეხვედრები გაიმართება სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან, რომლებიც სლოვენიაში ძალიან წარმატებულნი არიან და უკვე თანამშრომლობენ საქართველოს ბიზნესკომპანიებთან. ,,რაც შეეხება სამთავრობო შეთანხმებებს, მოგეხსენებათ, რომ გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს ეკონომიკურ თანამშრომლობას. ის თანამშრომლობა, რომელიც უკვე არსებობს ჩვენს ქვეყნებს შორის, უფრო გაღრმავდება, უფრო პერსპექტიული გახდება, რაც თავის თავში მოიცავს ტურიზმის განვითარებას, ინფრასტრუქტურული პროექტების უფრო განვითარებას, ფარმაცევტული ბაზრის გაზრდას, სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობას. ამასთან მიმართებაში მომავალში ვგეგმავთ უფრო აქტიურ შეხვედრებს, რადგან სლოვენიის დელეგაცია უახლოეს მომავალში ეწვევა საქართველოს; დაიგეგმება ეს შეხვედრები და უფრო პრაქტიკული ხასიათის შედეგები გვექნება მომავალში", - აღნიშნა პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა მაია მელიქიძემ.
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა მოხსნეს
ზელენსკი: გუშინ ბელარუსის მხრიდან საზღვარზე საკმაოდ უჩვეულო აქტივობა შეინიშნებოდა, საჭიროების შემთხვევაში, რეაგირებას მოვახდენთ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)