09:38 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-18 17:36:41, 653 ნახვა

საზოგადოება
გიორგი კვირიკაშვილმა ფრანგ ხალხს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, საფრანგეთში, ნიცაში 14 ივლისს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, საფრანგეთის მთავრობასა და ფრანგ ხალხს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა თბილისში გახსნილ სამძიმრის წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი დატოვა.

„მინდა, გამოვხატო უდიდესი მწუხარება და ღრმა თანაგრძნობა ნიცაში მომხდარ საშინელ ტერორისტულ თავდასხმასთან დაკავშირებით, რომელმაც მრავალი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული ეს საზარელი აქტი, ტერორიზმისა და გლობალური ექსტრემიზმის წინააღმდეგ გაერთიანებული ძალებით ბრძოლის საჭიროებაზე, კიდევ ერთხელ მიუთითებს. ამ ბრძოლაში, საქართველო ყოველთვის იქნება საფრანგეთის უახლოესი პარტნიორი და მოკავშირე. ამ გლოვის წუთებში, თითოეული ქართველი ფრანგი ხალხისადმი სოლიდარულია. ჩვენ ვფიქრობთ და ვლოცულობთ მსხვერპლთა ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში გაკეთებულ ჩანაწერში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics