|
2016-07-18 15:56:51, 547 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ლიუბლიანაში სლოვენიის პრეზიდენტს შეხვდა
სლოვენიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სლოვენიის რესპუბლიკის პრეზიდენტს ბორუტ პაჰორს პირისპირ შეხვდა, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა შეხვედრა, დელეგაციებთან ერთად, გაფართოებულ ფორმატში გამართეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა, სლოვენიის რეპუბლიკასთან თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების საკითხები განიხილეს, ურთიერთობების გაღრმავებას კი, მხარეების აზრით, ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ორმხრივი შეთანხმებების გაფორმება, რომელიც დღეს იგეგმება. საქართველოს პრეზიდენტმა სლოვენიის პრეზიდენტს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე, დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე და არსებულ წინასაარჩენო გარემოზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა სლოვენიის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მუდმივი მხარდაჭერისთვის. გიორგი მარგველაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ 2016 წლის ოქტომბერში, საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე სლოვენიელი დამკვირვებლები ფართოდ იქნებიან წარმოდგენილნი. პრეზიდენტებმა ისაუბრეს საქართველო-სლოვენიის მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარებისა და გაღრმავების შესახებაც. მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა. ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესახებ და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ხელშეკრულების შესაძლებლობების ფონზე, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხზე. საქართველოს პრეზიდენტმა სლოვენიის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია. შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის მრჩევლები თენგიზ ფხალაძე, მაია მელიქიძე, ანა დოლიძე, კახა კოჟორიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, საქართველოს ელჩი სლოვენიის რესპუბლიკაში ზურაბ ბექაია, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი პერტაია და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი ნინო ჩიქოვანი. საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი სლოვენიის რესპუბლიკაში 19 ივლისს დასრულდება.
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა მოხსნეს
ზელენსკი: გუშინ ბელარუსის მხრიდან საზღვარზე საკმაოდ უჩვეულო აქტივობა შეინიშნებოდა, საჭიროების შემთხვევაში, რეაგირებას მოვახდენთ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)