08:13 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-18 09:57:01, 621 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის მინისტრმა დაჭრილ და დაშავებულ სამხედროებს ბინები გადასცა

დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს ვარკეთილის სამხედრო ქალაქში საცხოვრებელი ბინები გადაეცათ.  თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აბაშვილის ქუჩაზე მდებარე კორპუსებში ბინა საკუთრებაში, ამჯერად, 42-მა დაჭრილმა და დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო.

იმავე კატეგორიის 30-მდე სამხედრო კი, საცხოვრებელი ბინით შემდეგ ეტაპზე დაკმაყოფილდება.
თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში  გამართულ ცერემონიალზე ბინები  კენჭისყრით განაწილდა. სამხედროებს სახლის გასაღები თავდაცვის მინისტრმა პირადად გადასცა. თინათინ ხიდაშელმა ახალ მესაკუთრეებს ბინების მიღება მიულოცა, სამხედროების ოჯახის მცირეწლოვან წევრებს კი სამახსოვრო საჩუქრებიც გადასცა.

 „მინისტრობის პირველივე დღესვე განვაცხადე, რომ თავდაცვის სამინისტრო თავის ვალდებულებებს შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად შეასრულებდა მინიმუმ ორი კატეგორიის სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ. დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახები უკლებლივ დავაკმაყოფილეთ საცხოვრებელი ბინებით და შემდეგი ეტაპი უკვე იყო დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების უზრუნველყოფა. დღეს ბინების გადაცემის მორიგი ეტაპი განხორციელდა. სულ სამი ათეული სამხედრო მოსამსახურეა დარჩენილი, ვინც ამ კატეგორიას განეკუთვნება. ამ ადამიანებისთვის სახელმწიფოს მხრიდან მადლობის გამოხატვის ბევრი ფორმა არსებობს, ბუნებრივია, და თუკი რამ შესაძლებლობა გაგვაჩნია, სწორედ, მათი ინტერესები უნდა დავიცვათ“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა და სამხედროებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბინების გადაცემის ცერემონიალში ასევე მონაწილეობდნენ -  თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე და მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე.

ბინების გადაცემის შემდეგ სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის ალაფურშეტი მოეწყო.


 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
„ყველა სექტორში შენელება“ - რუსეთის ეკონომიკამ კვარტალი პირველად ვარდნით დაასრულა
ტრამპმა პუტინს მოუწოდა, უკრაინაში ომი შეეწყვიტოს და თქვა, რომ ის ირანის საზღვაო ბლოკადას ბირთვული შეთანხმების გარეშე არ მოხსნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics