06:36 - 06 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-09 12:51:16, 3299 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი "ევროპის განვითარების წლის" გახსნის ცერემონიას დაესწრო

"ევროპის განვითარების წელი" – საერთაშორისო კონფერენციის ოფიციალური გახსნის ცერემონიას რიგაში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.

ღონისძიება ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ლაიმდოტა სტრაუიუმამ და ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა გახსნეს.

კონფერენციის მონაწილეებმა გახსნამდე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს პარიზში, Charlie Hebdo-ს რედაქციაზე შეიარაღებული თავდასხმისას დაღუპულთა ხსოვნას.

დღის მეორე ნახევარში, სპეციალურ პანელზე საქართველოს მთავრობის მეთაური სიტყვით გამოვა.
კონფერენციაზე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებიდან უმაღლეს დონეზე მხოლოდ საქართველოა მიწვეული. ღონისძიებას სხვადასხვა ქვეყნის და ევროკავშირის ინსტიტუტების მაღალი რანგის ოფიციალური პირები, ასევე სხვა საერთაშორისო, არასამთავრობო და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენელები ესწრებიან.

კონფერენციის მთავარი თემებია - თანამშრომლობა, რომელიც აუცილებელია მსოფლიოს განვითარების გზაზე და ზომები, რომლებიც ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ,,ევროპის განვითარების წლის“ ფარგლებში უნდა მიიღონ.

1983 წლიდან, ევროკავშირის ინიციატივით, ყოველი წელი კონკრეტული სფეროს განვითარებას ეძღვნება. 2015 წელი არის ევროპის განვითარების წელი, რომლის განმავლობაში ევროკავშირი ორიენტირებული იქნება საერთაშორისო განვითარების პოლიტიკაზე. კონფერენციას ლატვია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე სახელმწიფოს სტატუსით მასპინძლობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზოვის ზღვაში დრონის თავდასხმის შედეგად ხუთი აზერბაიჯანელი მეზღვაური დაიღუპა
კოლებში მობილურების გამოყენების წესი დამტკიცდა
ლავროვი: საქართველოს ხელმძღვანელობას ევროკავშირში გაწევრიანების უარყოფითი მხარეები ესმის
„თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics