|
2016-07-16 17:55:55, 1764 ნახვა
მსოფლიო
თურქული მედია - სოციალურ ქსელში ფოტოები გავრცელდა, რომლებზეც თურქ მეამბოხეს თავს კვეთენ
სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტოები, სადაც ჩანს თუ როგორ უსწორდება მოსახლეობა ამბოხებაში მონაწილე ჯარისკაცებს, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. როგორც მედია საშუალება წერს, ერთ-ერთ ამბოხებულ ჯარისკაცს თავი მოკვეთეს. ცნობისთვის, სოციალურ ქსელ Twitter-ში ჰეშტეგის #idamistiyorum (მე მინდა სიკვდილით დასჯა) პოპულარობა დიდი სისწრაფით იზრდება. აღნიშნული ჰეშტეგი Twitter-ის მომხმარებლებმა უკვე 60 000-ზე მეტჯერ გამოიყენეს. შეგახსენებთ, რომ თურქეთში სამხედრო გადატრიალება გუშინ საღამოს დაიწყო. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად 194 ადამიანი გარდაიცვალა, 1440 კი დაშავდა. სტამბოლსა და ანკარაში სროლის ხმა ამ დრომდე ისმის. თურქეთის პრემიერ-მინისტრის ბინალი ილდირიმის განცხადებით, 2839 ამბოხებული სამხედრო უკვე დაკავებულია. ამასთან, ცნობილია, რომ თურქეთის საკონსტიტუციო საბჭო შეიკრიბება და სიკვდილით დასჯის აღდგენის საკითხზე იმსჯელებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)