08:14 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-15 21:43:58, 668 ნახვა

საზოგადოება
თსუ-ს სენატის არჩევნებზე 33 ახალი წევრი აირჩიეს, აქედან -12 სტუდენტი, ხოლო 21 აკადემიური და სამეცნიერო პერსონალია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) არჩევნების შედეგები ცნობლია.

სულ რეგისტრირებული 44 კანდიდატიდან 33 ახალი წევრი აირჩიეს, აქედან -12 სტუდენტი, ხოლო 21 აკადემიური და სამეცნიერო პერსონალია.

ამომრჩეველთა აქტივობამ 10 % შეადგინა. 

სენატის არჩევნებს ”საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია”, ”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” და ”სამოქალაქო საზოგადოების განათლებისა და განვითარების ცენტრი” აკვირდებოდნენ. 

უნივერსიტეტის ინფორმაციით, შვიდ ფაკულტეტსა და 14 სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში 21 საარჩევნო უბანზე, 28 781 ამომრჩეველი გამოცხადდა.

არჩევნები ”უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონსა და თსუ წესდებაში შესული ცვლილებების თანახმად ჩატარდა. ცვლილებების შესაბამისად სენატის შემადგენლობა 74 წევრით განისაზღვრა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
„ყველა სექტორში შენელება“ - რუსეთის ეკონომიკამ კვარტალი პირველად ვარდნით დაასრულა
ტრამპმა პუტინს მოუწოდა, უკრაინაში ომი შეეწყვიტოს და თქვა, რომ ის ირანის საზღვაო ბლოკადას ბირთვული შეთანხმების გარეშე არ მოხსნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics