|
2016-07-15 12:58:41, 854 ნახვა
პოლიტიკა
თამაზ მეჭიაური: ნატო საკუთარ წევრებს ვერ იცავს და ჩვენ დაგვიცავს?!
პარტიის „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურის განცხადებით, ბოლოდროინდელი ტერაქტები ნატო-ს სისუსტეზე მიუთითებს. როგორც მეჭიაურმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, ნატო წევრი ქვეყნების უსაფრთხოებას ვერ იცავს და ცდილობს, დაპირისპირების ახალ-ახალი კერები გააჩინოს. რაც შეეხება ნატო-საქართველოს ურთიერთობას, მეჭიაურის თქმით, ალიანსი ცდილობს საქართველოს ტერიტორია რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენოს. „აშკარად ჩანს, რომ ნატო საკუთარი წევრი ქვეყნების უსაფრთხოებას ვერ იცავს და რა თქმა უნდა, ის ვერც ჩვენ დაგვიცავს რაიმე საფრთხისგან. ეს კავშირი ცდილობს, დაპირისპირების ახალ-ახალი კერები გააჩინოს. მე არ ვიცი ეს ყველაფერი ნატო-ს დასასრულია თუ არა, მაგრამ აშკარაა, რომ ნატო სუსტია. საქართველო ნატო-სკენ ისედაც არ მიდის, ჩვენ მხოლოდ ამის იმიტაციას ვაკეთებთ. პირიქით, ეს კავშირი ცდილობს ჩვენთან შემოვიდეს და ჩვენი ტერიტორია რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენოს. გარდა ამისა, მათ ჩვენი ჯარისკაცები ჭირდებათ იქ, სადაც წესით მათ უნდა იბრძოლონ“, - აცხადებს მეჭიაური. შეგახსენებთ, რომ გუშინ, ნიცაში, სადაც მოსახლეობა ბასტილიის აღების დღეს აღნიშნავდა, ხალხში სატვირთო ავტომობილი შევარდა. ტერაქტის შედეგად 84 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის არიან ბავშვებიც. მედიის ინფორმაციით, ათობით ადამიანი დაშავებულია, 18 მათგანი კი კრიტიკულ მდგომაროებაშია. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა მოხსნეს
ზელენსკი: გუშინ ბელარუსის მხრიდან საზღვარზე საკმაოდ უჩვეულო აქტივობა შეინიშნებოდა, საჭიროების შემთხვევაში, რეაგირებას მოვახდენთ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)