|
2016-07-14 23:18:40, 661 ნახვა
პოლიტიკა
„თუ ზურაბ პატარაძე დამტკიცდება, ეს იქნება პრეზიდენტის, მთავრობისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს პოლიტიკური გადაწყვეტილება“
"თუ აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძე დამტკიცდება, ეს იქნება პრეზიდენტის, მთავრობისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს პოლიტიკური გადაწყვეტილება", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "აჭარის ტელევიზიასთან" ინტერვიუში განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე - პოლიტიკური გემოვნების თვალსაზრისით ვისი რჩეულია ზურაბ პატარაძე - საქართველოს მთავრობის თუ პრეზიდენტის, ქვეყნის პირველმა პირმა განაცხადა, რომ ამ ვითარებაში ასეთ თანამდებობაზე კონსტიტუციურად არ არის უზრუნველყოფილი რომელიმე ერთი მხარის პოლიტიკური გემოვნება. ”როდესაც მე წარვადგენ მაგალითად, მოსამართლის კანდიდატურას, იქ ვამბობ ხოლმე, რომ ეს არის კონსულტაციების შედეგად, ან მე მარტო გადავწყვიტე, ან ჩემმა გუნდმა გადაწყვიტა. ეს არის პოლიტიკური გემოვნება. აქ პოლიტიკური გემოვნება ასე ცალკე ვერ ფიქსირდება. არა იმიტომ, რომ ვინმეს უნდა, ან არ უნდა, იმიტომ, რომ კონსტიტუცია ამბობს ასე. როგორ გითხრათ, რომ მარტო ჩემია ან მარტო მთავრობისაა - კონსტიტუციის დარღვევა იქნება ასე რომ გიპასუხოთ. როგორც კონსტიტუციაში წერია, როდესაც იყო წარდგენილი ზურაბ პატარაძე, ეს იყო საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის პოლიტიკური გემოვნება. იმის შემდეგ, რაც ბატონი ზურაბ პატარაძე დამტკიცდება, ეს იქნება პრეზიდენტის, მთავრობისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს პოლიტიკური გადაწყვეტილება”, - განაცხადა მარგველაშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა ზურაბ პატარაძე აჭარაში პრეზიდენტის რწმუნებულად დანიშნა. ამის პარალელურად, ქვეყნის პირველმა პირმა პატარაძის კანდიდატურა აჭარის უმაღლეს საბჭოს რეგიონის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე წარუდგინა. პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ აჭარის უმაღლესი საბჭო აღნიშნულ კანდიდატურას მხარს დაუჭერს.
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა მოხსნეს
ზელენსკი: გუშინ ბელარუსის მხრიდან საზღვარზე საკმაოდ უჩვეულო აქტივობა შეინიშნებოდა, საჭიროების შემთხვევაში, რეაგირებას მოვახდენთ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)