|
2016-07-14 15:30:55, 753 ნახვა
პოლიტიკა
მურმან დუმბაძე: პრეზიდენტი კონსტიტუციის მიღმა მოქმედებს - რწმუნებულის დანიშვნის შესახებ განკარგულება ყალბია
დეპუტატ მურმან დუმბაძის განცხადებით, აჭარაში რწმუნებულად ზურაბ პატარაძის დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება ყალბია. როგორც „ექსპრესნიუსს“ დუმბაძემ განუცხადა, პრეზიდენტმა პარტიებთან კონსულტაციები დღეს დილით დაიწყო და არ შეიძლებოდა ეს დოკუმენტი გუშინდელი რიცხვით ყოფილიყო შედგენილი. მისივე თქმით, გუშინ აჭარის უმაღლეს საბჭოში არავინ იცოდა, რომ პრეზიდენტი ზურაბ პატარაძის რწმუნებულად დანიშვნას აპირებდა. „საქართველოს პრეზიდენტი უკვე კონსტიტუციის მიღმა მოქმედებს. მან აჭარის უმაღლეს საბჭოში 11 ხმა ვერ მოაგროვა და ამიტომ აკეთებს ამ გადათამაშებას. იგი მთელი დღის განმავლობაში აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქციებთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს, მას მოლაპარაკებების დაწყების უფლება ქონდა იმ შემთხვევაში, თუ რწმუნებული გადადგებოდა. რადგან ვერ მიიღო 11 კაცის მხარდაჭერა, ამ გზით დანიშნა რწმუნებული. საქართველოს პრეზიდენტი არღვევს საქართველოს კონსტიტუციას. ხაბაძემ 6 ივლისს შეიწყვიტა უფლებამოსილება და გადადგა. ამ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი ვალდებულია, 10 დღის ვადაში, პრემიერთან და აჭარის უმაღლესი საბჭოს პარტიებთან კონსულტაციის შემდეგ წარადგინოს ახალი კანდიდატურა“, - აღნიშნა დუმბაძემ. მისივე განმარტებით, აჭარის მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტა 3 შემთხვევაში ხდება: 1 - თუ გადადგა აჭარის მთავრობა ან თავმჯდომარე; 2 - თ ის გადააყენა აჭარის უმაღლესმა საბჭომ; 3 - თუ ის გადააყენა საქართველოს პრეზიდენტმა. დუმბაძე გიორგი მარგველაშვილის ქმედებას კონსტიტუციურ თაღლითობად აფასებს. „ტყუილია ეს დოკუმენტი, ეს არის ყალბი და ამას სამხარაულის ექსპერტიზაზე გავიტანთ, მე მაგათ გავანადგურებ. არავითარი გუშინდელი განკარგულება რწმუნებულის დანიშვნის შესახებ არ ყოფილა. პრეზიდენტმა დილის 9 საათზე დაიწყო კონსულტაციები, მედეა ვასაძეს ხმების მიღებაზე ეხვეწა, მაგრამ უარი მიიღო, ვერ მიიღო საჭირო რაოდენობის ხმები და სხვა გზით წავიდა. კონსტიტუციური გზით წავიდა, მაგრამ გაყალბებული დოკუმენტით. პრეზიდენტს რომ გადაეყენებინა ხაბაძე შეეძლო დაენიშნა ახალი კანდიდატურა. ახლა რა მოხდა - ხაბაძის 6 ივლისის განცხადება გადადგომის შესახებ პრეზიდენტმა არ დააკმაყოფილა და იგი თავად გადააყენა, მაგრამ ამ გადაყენებასაც საკუთარი მტკიცებულება ჭირდება. გადაყენება შეუძლია პრეზიდენტს, თუ მისი ქმედებები არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და თუ თავმჯდომარე საკუთარ უფლებამოსილებას ვერ ახორციელებს. რატომ არ დააკმაყოფილა 6 ივლისის განცხადება და რატომ გადააყენა ახლა? ანუ ეს არის კონსტიტუციური თაღლითობა. რწმუნებულის დანიშვნის შესახებ 13 ივლისის არავითარი დოკუმენტი არ არსებობს. გუშინ უმაღლეს საბჭოში რწმუნებულის შესახებ არავინ იცოდა. თუ გუშინ დანიშნეს, დღეს რატომ გაიმართა კონსულტაციები? ეს არის ყალბი დოკუმენტი“, - განაცხადა მურმან დუმბაძემ. შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ზურაბ პატარაძე აჭარაში რწმუნებულად დანიშნა. ამასთან, მან პატარაძის კანდიდატურა აჭარის უმაღლეს საბჭოს რეგიონის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე წარუდგინა და იმედი გამოთქვა, რომ მას საბჭო მხარს დაუჭერს.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N 13/07/03 საქართველოს პრეზიდენტის წარდგინება N9468
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა მოხსნეს
ზელენსკი: გუშინ ბელარუსის მხრიდან საზღვარზე საკმაოდ უჩვეულო აქტივობა შეინიშნებოდა, საჭიროების შემთხვევაში, რეაგირებას მოვახდენთ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)