|
2016-07-14 14:17:30, 597 ნახვა
პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ევროპა წელში გამართული იყოს
პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, თუმცა ევროკავშირში ცალკეული საკითხები პრობლემური გახდა. მისივე თქმით, საქართველოს ევროპიდან მხოლოდ სიკეთეების მიღება არ უნდა, არამედ სურს, პრობლემების მოგვარებაში მიიღოს მონაწილეობა: "გამოიკვეთა, რომ საქართველომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, თუმცა მოხდა ის, რომ თავად ევროკავშირში ამ ერთი წლის განმავლობაში, ცალკეული საკითხები გახდა პრობლემური,იგივე დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება, სხვა საკითხები და ჩვენ კოლეგებს ვუთხარით, რომ საქართველოს ევროპიდან მარტო სიკეთეები არ გვინდა, ჩვენ გვინდა ვიყოთ თანამონაწილე პრობლემების მოგვარებაში, ჩვენ ვართ ევროპის ჭეშმარიტი პატრიოტები. ჩვენ ქვეყანა მიგვყავს ევროპული კეთილდღეობისკენ და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ევროპა წელში გამართული იყოს",-აღნიშნა დავით უსუფაშვილმა. ეს განცხადება დავით უსუფაშვილმა ბათუმში გააკეთა, სადაც რიგით მე-13 საერთაშორისო კონფერენცია "საქართველოს ევროპულიგზა- სტაბილურობა, განვითარება, მრავალფეროვნება" გაიხსნა.
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა მოხსნეს
ზელენსკი: გუშინ ბელარუსის მხრიდან საზღვარზე საკმაოდ უჩვეულო აქტივობა შეინიშნებოდა, საჭიროების შემთხვევაში, რეაგირებას მოვახდენთ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)