|
2016-07-14 13:25:49, 630 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე: ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით პროცესები დაჩქარებული ტემპებით მიმდინარეობს
"კომისარ ჰანის დღევანდელი განცხადებები იყო ძალიან დამაიმედებელი, მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ევროკავშირის სრულ მზაობას ვიზალიბერალიზაციის პროცესი დაჩქარებულად და წარმატებით დასრულდეს. ამიტომ მოლოდინი, რომელიც აქვს ქართულ საზოგადოებას დარწმუნებული ვარ, დასრულდება პოზიტიურად და ჩვენ მივიღებთ ვიზალიბერალიზაციას", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრის თქმით, ვიზალიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობა განხილვის მთავარი თემა იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისრის შეხვედრის დროს. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველომ ზედმიწევნით შეასრულა ყველა საჭირო ვალდებულება და გაკეთდა იმაზე მეტი, ვიდრე სამოქმედო გეგმით იყო გათვალიწინებული. "ამიტომ არ არსებობს არანაირი კითხვა საქართველოსთან მიმართებაში. პროცესი მიმდინარეობს დაჩქარებული ტემპებით ევროპარლამენტში, ასევე სხვა სტრუქტურებში, ეს კომპლექსური შეთანხემბის პროცესია. მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა, რომ არ არის საჭირო რაიმე კონკრეტული დღის და თარიღის დასახელება. მთავარი არის, რომ ევროკომისარმა დაადასტურა, რომ საქართველო აუცილებლად მიიღებს ვიზალიბერალიზაციას. ეს არის ის მესიჯი, რომელიც დღეს მიიღო საქართველოს მოსახლეობამ და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი"- განაცახდა მიხეილ ჯანელიძემ.
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა მოხსნეს
ზელენსკი: გუშინ ბელარუსის მხრიდან საზღვარზე საკმაოდ უჩვეულო აქტივობა შეინიშნებოდა, საჭიროების შემთხვევაში, რეაგირებას მოვახდენთ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)