20:39 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-14 13:00:22, 529 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი იოჰანეს ჰანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი  ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით,  შეხვედრის მთავარი თემები საქართველოს ევროინტეგრაციის ძირითადი საკითხები და თანამშრომლობის დღის წესრიგი იყო.

მხარეებმა ასოცირების შეთანხმების სრულად ამოქმედების მნიშვნელობაზე ისაუბრეს,  რაც, მათი შეფასებით, მიუთითებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპის დაწყებას.
გიორგი კვირიკაშვილმა და იოჰანეს ჰანმა ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკური ასოცირების გზაზე შემდგომი ნაბიჯები განიხილეს და ევროპის განახლებული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო განაგრძობს ევროინტეგრაციის რეფორმების წარმატებით განხორციელებას და ამ თვალსაზრისით  ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას”აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნებს შორის.

ყურადღება გამახვილდა პროგრესზე, რაც ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში რეფორმების განხორციელების კუთხით იქნა მიღწეული. პრემიერ–მინისტრის განმარტებით, უვიზო მიმოსვლა იქნება ლოგიკური ნაბიჯი საქართველოს გზაზე ევროკავშირში ინტეგრაციისკენ და მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებაში.

საუბარი შეეხო ევროკომისიას წინადადებას საქართველოში რეგიონული მნიშვნელობის ევროპული სკოლის დაარსებასთან დაკავშირებით. ევროკომისიის მოსაზრებით, სკოლას ექნება მკაფიოდ ჩამოყალიბებული საგანმანათლებლო პროგრამა და საერთაშორისო აღიარება (International Baccalaureate).

გიორგი კვირიკაშვილმა ევროკომისარს საქართველოს ასოცირების პროცესში აქტიური ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

გაფართოებული ფორმატის შეხვედრა ბათუმში, რიგით მე-13 საერთაშორისო კონფერენციის–"საქართველოს ევროპული გზა“ ფარგლებში გაიმართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა მოხსნეს
ზელენსკი: გუშინ ბელარუსის მხრიდან საზღვარზე საკმაოდ უჩვეულო აქტივობა შეინიშნებოდა, საჭიროების შემთხვევაში, რეაგირებას მოვახდენთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics