|
2016-07-14 10:43:26, 536 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: გვინდა, თავისუფლები და ევროპელები ვიყოთ
"საქართველომ აირჩია ევროპული გზა და ამ საკითხში ხელისუფლებაც და ოპოზიციაც კონსოლიდირებულია",-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში რიგით მე-13 საერთაშორისო კონფერენციის"საქართველოს ევროპულიგზა- სტაბილურობა, განვითარება, მრავალფეროვნება" გახსნაზე განაცხადა. "ევროპა არის ჩვენი ხედვა და ევროკავშირში გაწევრიანება არის ჩვენი ხალხის მიზანი. საქართველომ აირჩია ეს გზა და ამ საკითხში ხელისუფლებაც და ოპოზიციაც კონსოლიდირებულია. ჩვენ ამ გზის გვჯერა, გვინდა ვიყოთ თავისუფლები და ვიყოთ ევროპელები",-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. კონფერენციის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი შეხვედრას გამართავს ევროკომისართან ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებისსაკითხებში, იოჰანეს ჰანთან. 11:30 საათზე გიორგი კვირიკაშვილი და ევროკომისარი ევროპული სამეზობლოპოლიტიკის და გაფართოების საკითხებში, იოჰანეს ჰანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გაკეთებენ. კონფერენციაზე გაინიხილება შემდეგი თემები: ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობები, ევროკავშირის საბჭოში სლოვაკეთის საპრეზიდენტო პერიოდის ძირითადი პრიორიტეტები, სამოქალაქო საზოგადოებისჩართულობის გაძლიერება, ევროკავშირის მიერ გაწეული დახმარების როლი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში.
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა მოხსნეს
ზელენსკი: გუშინ ბელარუსის მხრიდან საზღვარზე საკმაოდ უჩვეულო აქტივობა შეინიშნებოდა, საჭიროების შემთხვევაში, რეაგირებას მოვახდენთ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)