|
2016-07-13 16:23:40, 1064 ნახვა
პოლიტიკა
თამარ ჩუგოშვილი: ვიგრძენი მხარდაჭერა და ის, რომ "ქართული ოცნების" გუნდი ერთიანია
"ქართული ოცნების" განახლებული გუნდის წევრის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ის დემოკრატიული რეფორმებისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე იმუშავებს. როგორც ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პარტიის გუნდის წევრობაზე შეთავაზება პრემიერ-მინისტრისგან მიიღო: "ჩემი ძირითადი გამოცდილება არის პოლიტიკის შემუშავება სწორედ დემოკრატიული რეფორმების და ადამიანების უფლებების დაცვის საკითხებში. შესაბამისად, ვიმუშავებ ძირითად ამ საკითხებზე, რაც შეეხება დემოკრატიული რეფორმების გაჟღღერებას, გაძლიერებას და კიდევ უფრო გამყარებას",-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. მისივე თქმით, ჯერჯერობით უცნობია, საარჩევნო სიის რომელი ნომერი იქნება: "ნაადრევია სიაზე საუბარი. ჯერჯერობით არაა ეს გადაწყვეტილება მიღებული. შემოთავაზება პრემიერ-მინისტრისგან მივიღე. არანაირი პრობლემა, წინააღმდეგობა არ მიგვრძნია, მხოლოდ ვიგრძენი მხარდაჭერა და ის, რომ გუნდი არის ერთიანი.დაახლოებით ერთი კვირაა, უკვე ვმუშაობ პარტია "ქართული ოცნების" ოფისის საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად და მხოლოდ თანამშრომლობა და მხარდაჭერა ვიგრძენი",-გაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" განახლებული გუნდის შემადგენლობაში თამარ ჩუგოშვილი, გიორგი გახარია, ირაკლი კობახიძე, აკაკი ზოიძე, არჩილ თალაკვაძე, თამარ ხულორდავა, ირინა ფრუიძე, კახა კუჭავა, მამუკა მდინარაძე, მარიამ ჯაში, ნინო გოგუაძე, რომან კაკულია, სოფო კილაძე, სოფო ქაცარავა და სოფო ჯაფარიძე არიან.
ელენე ხოშტარია - ნონსენსია ფასების გაიაფების მოლოდინი ქვეყანაში, რომლის მთავრობაც არალეგიტიმურია
გდდ-ს ხელმძღვანელის პოზიციას ბაადურ შენგელია დაიკავებს
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)