|
2016-07-13 15:55:53, 595 ნახვა
პოლიტიკა
რამაზ საყვარელიძე: "ოცნებამ" ახალი სახეების წარდგენა დააგვიანა
ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ახალი სახეების გამოჩენა "ქართულ ოცნებაში" დაძაბულობას გაზრდის, რადგან ძველ სახეებს ამით პრობლემები შეექმნებათ. როგორც საყვარელიძემ "ექსპრენიუსს" განუცხადა, ახალი სახეების გამოჩენა კარგია, მაგრამ დასკვნების გამოტანა საბოლოო სიის გამოქვეყნების შემდეგ იქნება შესაძლებელი. "ჯერჯერობით, რასაც შევხედე, საკმაოდ კარგი ახალგაზრდები არიან, რომელთაც ძალიან კარგი განათლება აქვთ მიღებული. გარდა ამისა, ახალი სახეები საკუთარი საქმის პროფესიონალები არიან. მე ვფიქრობ, ეს საკმაოდ მომგებიანი განაცხადია, მაგრამ ჯერ არ ვიცით საბოლოო სია როგორი იქნება. შეიძლება პრობლემა გახდეს ის, რომ "ოცნებამ" ეს გადაწყვეტილება გვიან მიიღო. ჯობდა ადრე მომწიფებულიყო ეს გადაწყვეტილება და ისინი საზოგადოებისთვის დროულად წარედგინათ. ამით, ახალი სახეების ცნობადობა კიდევ უფრო გაიზრდებოდა. ამასთან, ახალი სახეების მოსვლა მმართველ გუნდში დაძაბულობას გაზრდის. ახალი სახეების წინ წამოწევით ძველ სახეებს გაუჩნდებათ პრობლემები. თუმცა, თაობათა შორის დაპირისპირება ადრე თუ გვიან აუცილებლად იქნებოდა", - განაცხადა საყვარელიძემ.
ელენე ხოშტარია - ნონსენსია ფასების გაიაფების მოლოდინი ქვეყანაში, რომლის მთავრობაც არალეგიტიმურია
გდდ-ს ხელმძღვანელის პოზიციას ბაადურ შენგელია დაიკავებს
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)