|
2016-07-13 15:37:51, 633 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი: უწყებათაშორისო კომისიის მიზანი არის მშვიდი და თავისუფალი საარჩევნო გარემოს შექმნაა
"დღეს ჩვენ ვატარებთ უწყებათაშორის კომისიის პირველ სხდომას", - ამის შესახებ საქართველოს იუსტიცის მინისტრმა თეა წულუკიანმა სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს არის დროებითი ორგანო, რომელსაც იუსტიციის მინისტრი, კანონის თანახმად, ყოველი საარჩევნო კამპანიის დაწყებისას ქმნის. "სხდომები ორ კვირაში ერთხელ ჩატარდება პარტიებთან, საერთაშორისო და აგილობრივ ორგანიზაციებთან ერთად. სხვადასხვა უწყებები პარტიების მხრიდან მოწოდებულ ინფორმაციებს ვისმენთ, რომელსაც აქვს ერთადერთი მიზანი, რომ პარტიებს შორის კონკურენცია იყოს თავისუფალი, გარემო იყოს მშვიდი და ადმინისტრაციული რესურსი არ იყოს გამოყენებული ხელისუფლების მიერ, რადგანაც სხვა პარტიებს კონკურენციის პრობლემა არ შეექმნათ", - განაცხადა წულუკიანმა. ამასთან, მისივე განმარტებით, უწყებები პოლიტიკურ პარტიებთან ცხელი ხაზის მეშვეობით 24-საათიან რეჟიმში კონტაქტობენ. "სექტემბრის დასაწყისიდან უწყებათაშორის კომისიის სხდომები კვირაში ერთხელ შეიკრიბება. ჩვენ ვერ მივიღებთ გადაწყვეტილებებს და კანონში ხარვეზებს ვერ გამოვასწორებთ, რადგან ეს არის უწყებათაშორის კომისიის უფლებამოსილებაში. ჩვენ უბრალოდ მოვისმენთ პარტიების მხრიდან ინფორმაციას. პირადად მე ვხელმძღვანელობ ამ კომისიას და არჩევნებთან დაკავშირებითშესაბამის ინფორმაციებს შევაგროვებ", - განაცხადა წულუკიანმა. ცნობისთვის, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილი უწყებათაშორისი კომისია დღეს პირველ სხდომას მართავს. შეხვედრას სხვადასხვა უწყებათა მინისტრების მოადგილეები ესწრებიან. სხდომას იუსტიციის მინისტრი, უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი უძღვება. შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი კომისია 2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების პერიოდშიც ფუნქციონირებდა.
ელენე ხოშტარია - ნონსენსია ფასების გაიაფების მოლოდინი ქვეყანაში, რომლის მთავრობაც არალეგიტიმურია
გდდ-ს ხელმძღვანელის პოზიციას ბაადურ შენგელია დაიკავებს
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)