|
2016-07-13 10:30:53, 499 ნახვა
პოლიტიკა
სახელმწიფო „რთველი 2016“-ის სუბსიდირებას მოახდენს
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „რთველი 2016“-ის შესახებ ისაუბრა. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, წელს სხვადასხვა განფასებით სხვადასხვა ჯიშების სუბსიდირება მოხდება. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩეს: „ ჩვენ დიდი მსჯელობის შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება სუბსიდირების, ჩვენ მივდივართ 2 მიმართულებით ძირითადად, ერთი გახლავთ ადგილობრივი მევენახეობა-მეღვინეობის განვითრება, ანუ ადგილობრივი საწარმო პოტენციალის განვითარება და ახალი პოტენციალის შექმნა და მეორე, ბაზრების განვითარება, სადაც არანაკლები რესურსი იხარჯება , რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასე, რომ წელს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მოხდება სხვადასხვა განფასებით სხვადასხვა ჯიშების სუბსიდირება ისე, რომ ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება. მოგეხსენებათ ოპონენტები შეიძლება სპეკულირებდნენ, რომ ეს ფული დაიხარჯა სხვა მიმართულებით, ჩვენ რესურს ვხარჯავთ ორივე მიმართულებით, რა თქმა უნდა, გარდამავალ პერიოდში სანამ ჩვენ მოვიპოვებთ იმდენ ბაზარს, რამდენიც საჭირო იქნება, ადგილობრივი ყურძლის რეალიზაციისტვის დაგვჭირდება ორივე მიმართულებით, ერთი საექსპორტო ბაზრების განვითრების დაფინანსება და საქართველოს ექსპორტის ექსპანსიის დაფინასნება და მეორე ადგილობრივი წარმოების სუბსიდირება იმისათვის, რომ ეს გარდამავალი ეტაპი გადავლახოთ, საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავთავისფულდეთ ამ სუბსიდირებისგან.ძალიან მისასალმებელია, რომ 44%-ით არის ქართული ღვინის ექსპორტი გაზრდილი მიმდინარე წლის პირველ ნახევარში. მთავარი შედეგი, რაც მინდა იყოს, რომ წელს ყურძენი არ დარჩეს ჩაუბარებელი,გლეხებს და ფერმერებს ქონდეთ საშუალება, რომ ჩააბარონ მოსავალი”,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ელენე ხოშტარია - ნონსენსია ფასების გაიაფების მოლოდინი ქვეყანაში, რომლის მთავრობაც არალეგიტიმურია
გდდ-ს ხელმძღვანელის პოზიციას ბაადურ შენგელია დაიკავებს
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)