19:12 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-12 23:14:58, 636 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილი: თუ რუსთავი2-ს ძალის გამოყენებით ვინმე შეუქმნის პრობლემას, მე გადავდგები

"თუ რუსთავი2-ს ძალის გამოყენებით ვინმე შეუქმნის პრობლემას, მე გადავდგები" - ამის შესახებ "რესპუბლიკური" პარტიის ლიდერი, დავით უსუფაშვილი, "რუსთავი2-ის" გარშემო მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით გადაცემა "არჩევანში" საუბრობრისას განაცხადა.

უსუფაშვილის განცხადებით, რუსთავი2-ითვის პრობლემების შექმნის ინტერესი შეიძლება ჰქონდეს, როგორც ტელევიზიის მომხრე პირს, ასევე მის მოწინააღმდეგეს.

„იმდენად გაუგებრად მეჩვენება ეს პროცესი და იმდენად წარმოუდგენელი ამბები ხდება, რომ თანაბრად ვუშვებ შესაძლებლობას, რომ ვიღაცას თქვენი მიკერძოებულობის გამო უნდა პრობლემები შეგიქმნათ, ან პირიქით, ვისაც უნდა სარგებლის მიღება, ისინი ქმნიდნენ პრობლემებს,“ - აცხადებს დავით უსუფაშვილი.

რესპუბლიკური პარტიის ლიდერი რუსთავი2-ს მიკერძოებულსა და ერთი პარტიის ინტერესის მატარებელ ტელევიზიად აფასებს.

„თქვენ ბრძანდებით ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალის პროპაგანდისტულ-იდეოლოგიური სეგმენტის შემადგენელი ნაწილი. ეს ასეა და თქვენ ეს უნდა მიიღოთ და აღიაროთ, თქვენ გაქვთ მაგის უფლება. თქვენ გაქვთ უფლება, პოლიტიკურად მოტივირებული იყოთ. თქვენ გაქვთ უფლება, მიკერძოებული იყოთ. თქვენ გაქვთ უფლება, გადასცეთ ტყუილი. თქვენ გაქვთ ამის უფლება. ეს ასეა და ეს ასე უნდა იყოს. ვინც შეეცდება თქვენი პირის აკერვას, წააგებს,“ - აცხადებს დავით უსუფაშვილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარია - ნონსენსია ფასების გაიაფების მოლოდინი ქვეყანაში, რომლის მთავრობაც არალეგიტიმურია
გდდ-ს ხელმძღვანელის პოზიციას ბაადურ შენგელია დაიკავებს
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics