19:12 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-12 17:59:22, 579 ნახვა

პოლიტიკა
ელმარ ბროკი საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე: ვიმედოვნებ, ეს სექტემბერში მოხდება

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბროკი იმედოვნებს, რომ ევროპარლამენტი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას სექტემბერში უყრის კენჭს, - განცხადება მის ოფიციალურ ვებგვერდზე elmarbrok.de გამოქვეყნდა.

თავის მხრივ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიროსლავ ლაიჩაკის განცხადებით, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით ის ოპტიმისტურად არის განწყობილი.

როგორც ლაიჩაკმა აღნიშნა, ის ელოდება, რომ ევროკავშირი პოლიტიკურ გადაწყვეტილებას შესაბამის დროს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ 7 ივლისს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოსთვისა და უკრაინისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივებს.

ცნობისთვის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა  სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტს მიმართა რეკომენდაციით, ვიზალიბერალიზაციის ინიციატივა რაც შეიძლება მალე დაამტკიცოს .





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარია - ნონსენსია ფასების გაიაფების მოლოდინი ქვეყანაში, რომლის მთავრობაც არალეგიტიმურია
გდდ-ს ხელმძღვანელის პოზიციას ბაადურ შენგელია დაიკავებს
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics