|
2016-07-12 12:17:43, 747 ნახვა
პოლიტიკა
გიგლა აგულაშვილმა „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინიტრმა გიგლა აგულაშვილმა „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა. ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. "რაც შეეხება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრ ბატონ გიგლა აგულაშვილს, მან გააკეთა სხვა არჩევანი, იგი გაემიჯნა "რესპუბლიკურ პარტიას", და რჩება თანამდებობაზე, რჩება მთავრობაში. ამ კონკრეტულ საკითხზე ალბათ, თავადაც გააკეთებს განცხადებას.ჩვენ მივდივართ საარჩევნო ბრძოლაში, ამიტომ, მივმართავ ყველა "რესპუბლიკელს",ვისაც რაღაცა ეჭვი აწუხებს, რომ ამ ბრძოლაში უნდა იყოს თუ არა ჩვენთან ერთად, გააკეთოს არჩევანი უახლოეს ორ დღეში, იმიტომ, რომ ჩვენ არჩევნებზე უნდა წავიდეთ თავდაჯერებული, მტკიცე ჯგუფი, როგორც ვიყავით ყოველთვის",-განაცხადა "რესპუბლიკური პარტიის" საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა დავით უსუფაშვილმა. ამასთან, „რესპუბლიკელი“ მინისტრები თინა ხიდაშელი და პაატა ზაქარეიშვილი თანამდებობებს ტოვებენ და წინასაარჩევნო კამპანიაში ერთვებიან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)