|
2016-07-11 23:49:26, 632 ნახვა
პოლიტიკა
ქემერონი თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით დიდი ბრიტანეთის დედოფალს 13 ივლისს მიმართავს
დიდი ბრიტანეთის მოქმედი პრემიერმინისტრი დევიდ ქემერონი თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით დიდი ბრიტანეთის დედოფალს 13 ივლისს მიმართავს. BBC-ის ცნობით, დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ტერეზა მეი, დევიდ ქემერონის პოსტიდან გადადგომის შემდეგ, 13 ივლისს, საღამოს, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი გახდება. ბრიტანეთის მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი კონსერვატიული პარტიის ლიდერობისა და პრემიერმინისტრობის ერთადერთი კანდიდატია. ტერეზა მეის ერთადერთმა მეტოქემ, დიდი ბრიტანეთის ენერგეტიკის მინისტრმა ანდრეა ლიდსომმა საკუთარი კანდიდატურა პრემიერმინისტრობისა და კონსერვატიული პარტიის ლიდერობის პოსტზე დღეს მოხსნა. საკუთარი გადაწყვეტილება ლიდსომმა საჭირო მხარდაჭერის უქონლობით ახსნა. ცნობისთვის, დევიდ ქემერონი დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრობის პოსტს 2010 წლიდან იკავებს. გადადგომის შესახებ განცხადება ქემერონმა, 2016 წლის 23 ივნისს დიდ ბრიტანეთში გამართულ რეფერენდუმში ევროკავშირის წევრობის შესახებ Brexit-ის მომხრეთა გამარჯვების შემდეგ გააკეთა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)