|
2016-07-11 16:56:38, 563 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: ”რესპუბლიკელი” მინისტრების მიერ დაწყებული საქმეების დასრულებას გარკვეული დრო სჭირდება
ძალიან მალე „რესპუბლიკური პარტია“ გააკეთებს მკაფიო და ზუსტ განცხადებას, ეს არის დღეების საქმე და ყველა კითხვაზე პასუხს მიიღებთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომელიც „რესპუბლიკური პარტიის“ მინისტრების მხრიდან თანამდებობის დატოვებას შეეხებოდა. „ჩვენ ვთქვით, რომ “რესპუბლიკური პარტიის” წევრი მთავრობის წევრები თანამდებობებზე გააგრძელებენ ყოფნას, ვიდრე ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგი ან პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება სხვა რამეზე არ მიანიშნებს. ჩვენ ეს ვთქვით, რადგან ვიცოდით ყველა მათგანს ქონდა ძალიამ მნიშვნელოვანი საქმე გასაკეთებელი. ამ საქმეების დასრულებას ჭირდებოდა გარკვეული დრო. ვარშავის სამიტი იყო ამის ერთ-ერთ თარიღად მიჩნეული დანარჩენ დეტალებზე ძალიან მალე „რესპუბლიკური პარტია“ გააკეთებს მკაფიო და ზუსტ განცხადებას, ეს არის დღეების საქმე და ყველა კითხვაზე პასუხს მიიღებთ“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)