|
2016-07-11 16:16:56, 994 ნახვა
ეკონომიკა
ბათუმში ,,სტარტაპ საქართველოს" პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და საქართველოს საპარტნიორო ფონდი ინოვაციური ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის ,,სტარტაპ საქართველოს" ფარგლებში დღეს პროგრამის პრეზენტაციით ბათუმს ესტუმრნენ. ადგილობრივებთან შეხვედრა ბათუმის ზ. ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის დარბაზში გაიმართა, რასაც მოსახლეობის მხრიდან დიდი დაინტერესება მოჰყვა. პრეზენტაციის განმავლობაში მათ საშუალება მიეცათ კითხვა-პასუხის რეჟიმში მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია და გაცნობოდნენ ,,სტარტაპ საქართველოს" ყველა მოთხოვნასა და პირობას. პროგრამისთვის უმნიშვნელოვანესია საქართველოს რეგიონების მაქსიმალური ჩართულობა. შეხვედრები უკვე გაიმართა ახალციხეში, ახალქალაქში, მცხეთაში, გორში, თელავში, რუსთავში, მარნეულსა და ბათუმში. შემდეგი შეხვედრები დაგეგმილია ოზურგეთსა და ზუგდიდში (12 ივლისი), ქუთაისსა და ამბროლაურში (13 ივლისი). ,,სტარტაპ საქართველო" მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმის ფარგლებში ხორციელდება. საინვესტიციო პროგრამა ინვესტიციის სახით ინოვაციური იდეის მქონე მოქალაქეს აძლევს საუშუალებას მოახდინოს იდეის გენერირება და დაიწყოს მუშაობა წარმოების შექმნასა და ბიზნესის განვითარებაზე. საჭიროა ქვეყანაში ბიძგი მიეცეს მსგავს წამოწყებებს და მოქალაქეებს ჰქონდეთ საშუალება და შანსი განახორციელონ იდეა პრაქტიკულად. პროგრამა ,,სტარტაპ საქართველო" მაქსიმალურად კომფორტულ პირობებს უქმნის ინოვატორ ადამიანებს, რათა ქვეყანაში განვითარდეს აღნიშნული სფერო და აისახოს მისი დადებითი ეფექტი ქვეყნის სწრაფი განვითარებაზე. ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში, მთავრობის მიერ გატარებული ყველა ამ ღონისძიების საბოლოო მიზანი ქვეყანაში საერთო სამეწარმეო გარემოს შექმნა და ახალგაზრდა, დამწყები ბიზნესმენების წახალისებაა. ,,სტარტაპ საქართველო" 17 ივნისს დაიწყო და მისი განმახორციელებლები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და საპარტნიორო ფონდი არიან. უნიკალური მაღალტექნოლოგიური ინოვაციური იდეის შემთხვევაში, რომელსაც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო აფინანსებს, განაცხადების მიღება პროექტის გამოცხადებიდან 30 დღის განმავლობაშია შესაძლებელი. ყველა დაინტერესებული ადამიანისათვის ტექნოპარკში მოქმედებს ფრონტ ოფისი, რომელიც მათ გაუწევს კონსულტაციას აპლიკაციის შევსებაში და მიაწვდის ამომწურავ ინფორმაციას პროგრამის შესახებ. რეგიონებში პრეზენტაციების წარდგენისას კი ადგილობრივ მოსახლეობას ეძლევა საშუალება კითხვა-პასუხის რეჟიმში მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია პროგრამის პირობებისა და განცხადებების მიღების შესახებ, მიიღონ რჩევები და გაუჩნდეთ მოტივაცია განავითარონ იდეა და შეიტანონ წვლილი ქვეყნის განვითარებაში. შეგახსენებთ, რომ ,,სტარტაპ საქართველოს" მაღალტექნოლოგიური ბიზნეს იდეების მიღების ბოლო თარიღი 17 ივლისია, ინოვაციური პროექტებისა კი 31 ივლისი. მიღებულ განაცხადებს სილიკონ ველის ექსპერტები 2 კვირის განმავლობაში განიხილავენ, რომელთა ვიზიტი საქართველოში 22-დან 27 აგვისტომდეა დაგეგმილი. განხილვისა და შეფასების შემდეგ გამარჯვებული პროექტები აგვისტოს თვის ბოლოს გამოვლინდება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)